თეგებით ძიება

"რით ვერ მიხვდით, რომ ელენე ხოშტარია რუსული რუბლების აღებით ოკუპანტების ეკონომიკას ანგრევდა" - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსო, ნიკოლოზ მეტრეველი "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მეგობრებო, რით ვერ მიხვდით, რომ ელენე ხოშტარია რუსული რუბლების აღებით ოკუპანტების ეკონომიკას ანგრევდა და საერთოდ, ხომ არ დაგავიწყდათ - რუსეთის სპეცსამსახურების სამჭედლოშიც იმიტომ ჩააბარა, რომ მტრის ენა კარგად შეესწავლა. მამამისიც არ დაგვავიწყდეს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გულისთვის სჩადიოდა უამრავ სიბინძურეს, თავის ცხოვრების ყველა ეტაპზე", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ "იმედის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა ფეისბიქზე განმარტა: "მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა