თეგებით ძიება

"იცით, რა არის აჯო?!...საშუალო ხელფასი საქართველოში 1 446 ლარამდე გაიზარდა" - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე საქსტატის მიერ საშუალო ხელფასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"იცით, რა არის აჯო?!
არა, არ იცით!
აი, აჯო:
"საშუალო ხელფასი საქართველოში 190 ლარით
1 446 ლარამდე გაიზარდა" -
ეს ოფიციალური მონაცემია!\', - წერს გიორხელიზე ფეისბუქზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ლი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,446 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 15.1%-ით, ანუ 190 ლარით მეტია. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, "ხელზე ასაღები" საშუალო ხელფასი 1,156 ლარს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა