თეგებით ძიება

"რომელმა ბანკმა გააბაზრა გოგი ხოშტარიას ტრანზაქციები? - კლიენტებმა რომ იცოდნენ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ინტერესდება რომელმ ბანკმა გაამჟღავნა მოძრაობა "დროას" ლიდერის მამის ტრანზაქციები.

"რომელმა ბანკმა გააბაზრა გოგი ხოშტარიას ტრანზაქციები, საინტერესო ეგაა - კლიენტებმა რომ იცოდნენ.
პ.ს. ვინ რას იღებს და რის საფუძველზე, ამისგან დამოუკიდებლად მაინტერესებს",- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "იმედის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.

მოგვიანებით პოლიტიკოსმა ფეისბიქზე განმარტა: "მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა