თეგებით ძიება

გლეხზე, რომელმაც საკუთარ ეზოში ფიჩხები დაწვა, საქმე აღძრეს - რას წერს ჟურნალისტი?

ჟურნალისტი, ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გლეხზე, რომელმაც საკუთარ ეზოში ფიჩხები დაწვა, საქმე აღძრეს.

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღვთისგან მივიწყებული ქვეყანა, რადგან ეშმაკები დაეპატრონნენ, ამ ქვეყნის, ასევე უძაღლობისგან რომ კატებს აყეფებენ ისეთ, მივარდნილ სოფელში, გლეხმა თავის ეზოში ფიჩხებს წაუკიდა, მიადგა ორი ეკიპაჟი, აი სამარიაჟო, შიშის ზარდამცემი ფორმის მანქანა რომაა "პიკაპი," ხოოოდა, როგორ თუ გაბედე და ფიჩხებს წაუკიდე აქ, როგორ თუ გარემოს წამლავ, ბლა ბლა ბლა, კიდევ კარგი საბურავიც არ ურევია, თორემ დაპატიმრებაც არ აგცდებოდაო, გაუქექეს ნაცარი, დაადგინეს, რა სახის ტოტები იწვოდა, აწვალეს ქაღალდი ოქმის წერით, აწვალეს რადგან, გამართულად წერა-კითხვა ცოტა ძაან ფუფუნებაა ახლა, დაამუნათეს და დატუქსეს, არასდროს გაბედო ტოტების დაწვა შენს ეზოშიო, აბა სად დავწვაო ამან, არის სპეციალური ადგილი, ოღონდ არ ვიცით სადო, აი ზუსტად ასე უპასუხეს ... წავიდნენ, გამოხდა ხანი, ამ გლეხს ახლა ხვნა- თესვის ჭირის ოფლი ადგას და მოსდის სასამართლო უწყება, ფიჩხებს რომ წაუკიდე და გადაწვი სამყარო კინაღამ, აღდგომამდე, საქმეა აღძრულიო, მიყარა ყველაფერი და გაუდგა სასამართლოს გზას და ჯერ არ იცის, რამდენად მკაცრი იქნება განაჩენი.

ჰოდა ასე, სახლ -კარი გვაქვს კახეთში ჩვენ, აგერ სულ ამ დღეებში, ეზოში გამხმარი ხეები დავჭერით, გავსხიპეთ, ფიჩხებია ტონა, სად შევთხარო, ვის შევთხარო ბატონოჩემო,სად თავზე დავიყარო, გადაყრა არაო, დაწვა არაო. დაწვა რომ დავაპირო ალბათ ციხე არ ამცდება, იმდენია.
აი, ასეთ წესიერებით და კანონის სიზედმიწევნით გასხივოსნებულ- გაკაშკაშებულია ეს ჩემი სანუკვარი სამშობლო, მაააშ. ფუ, თქვე მართლა მახათგაყრილებო

P.S. ისადა, ჭიაკონონობას რა "ხთება" საბურავებს რომ წვავენ, ეშმაკების დასაფრთხობად? ყველას იჭერენ? მართლა მაინტერესებს", - წერს ჟურნსლისტი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა