თეგებით ძიება

"როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?" - გია ვოლსკი ევროპარლამენტს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე სოციალურ ქსელში წერს და ევროპარლამენტს მიმართავს:

"გადავხედოთ ზოგიერთ მონაცემს, რომელთა მიღმა არაერთი ადამიანისა და ოჯახის განსაცდელი, დანგრეული ცხოვრება, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი აისახება: სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 10 სიცოცხლის უფლების დარღვევას, ხოლო 30 წამების ფაქტს ეხება. რასაკვირველია დაზარალებულთა უმრავლესობამ საერთაშორისო სასამართლოს არ ან ვერ მიმართა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? ისე, ცნობისათვის 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული", - წერს ვოლსკი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა