თეგებით ძიება

"ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა?

"სენაკის ქრონიკა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 ივნისს წყალწითელაზე ირაკლი ონიანმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა.


"საქართველოს საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ ადამიანს რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა - ირაკლი ონიანი.

ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ, მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და დაახლოვებით 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მას.

აუმუშავა პულსი, სასწრაფოს მოსვლამდე ამოასუნთქა ბავშვს. შედეგად დროულად მოხდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში და რამოდენიმე დღეების ბრძოლის შემდეგ ბავშვი გონზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", - წერს წერს სენაკის ქრონიკა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა