თეგებით ძიება
24. 06. 2022 COVID - 19

"ერთი კოვიდვაქცინა ორზე მუშაობს" - გიორგი ფხაკაძე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინების ახალ კვლევაზე წერს, რომლის თანახმად ვაქცინა იცავს როგორც დედას, ასევე ახალშობლებს.

"ამ წუთას დაიბეჭდა ამერიკაში ჩატარებული საკმაოდ წონიანი (მკვლევარების, ხარისხის და რაოდენობის კუთხით) კვლევა!
ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა იცავს არა მარტო დედას, ის ასევე იცავს ახალშობილებს!
ვაქცინა მუშაობს! თანაც ერთი ვაქცინა ორზე მუშაობს!
ყველა ფეხმძიმე პროტოკოლის მიხედვით უნდა აიცრას!
კიდევ რამდენი მტკიცებულება უნდა დაიდოს, რაღა მიხვდეთ, რომ “ვაქცინა მუშაობს!”
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა