თეგებით ძიება

თემქაზე 24 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭი საყურის ტარების გამო სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"აქვს ტვინის შერყევა და ნაკერები თავზე. სახლიდან გამოვიდა, მიდიოდა მეგობართან, დახვდნენ არასრულწლოვნები, სრულიად მოულოდნელად ჩაარტყეს თავში რკინის ხელჯოხი და ურტყეს მუშტები. არ მოეწონათ ჩემი შვილის აღნაგობა და ჩაცმულობა, აი მხოლოდ ამის გამო. ჩემი შვილი ხელოვანია, მუშაობს, არის სრულიად გაწონასწორებული. ხანდახან საყურეს ატარებს. მიიღო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, ჩვენც, მთელმა ოჯახმა. არაფრის გამო, მხოლოდ მიდიოდა თავისთვის ქუჩაში. როგორც ვიცით, ხშირად ყოფილა რეპლიკები უბნელების მხრიდან.

სამი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. ჩემმა შვილმა ამოიცნო თავდამსხმელები. განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვს და საყურე უკეთია, მაგრამ ასე თუ ყველამ შეურაცხყოფა მიაყენა ქუჩაში, ეს რა არის. მინდა, რომ ყველა ასეთი მოძალადე დაისაჯოს სათანადოდ“, - აცხადებს დაშავებულის დედა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა