გუშინდელ აქციაზე დაშავებული სამართალდამცველებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე დაშავებული სამართალდამცველებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„30 აპრილს აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა. მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“, – აღნიშნავენ შსს-ში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გუშინდელ აქციაზე ექვსი პოლიციელი დაშავდა.