თეგებით ძიება

ვატო წერეთელმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

"ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთლმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას საჩივრით მიმართა.

გადაწყვეტილება "ტვ პირველის" მფლობელმა შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ ფეხზე დაიკიდა, მომხდარი ფაქტი. მე შევიტანე სარჩელი - ვითხოვ გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.

საელჩოს წარმომადგენლებს შევხვდი, ჩვენ გავცვალეთ აზრები. ისინი გაოგნებულები არიან - ასეთი რამ აქ არ მომხდარაო.

მე მათ მკაფიოდ ვუთხარი - უნდა გამოაქვეყნონ კადრები, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს ხალხის წახალისება",- აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა