თეგებით ძიება
04. 07. 2022 სპორტი

ოფიციალურად, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას "სლოვანის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელი გახდა.

"სლოვანზე შესანიშნავი ინფორმაცია მქონდა გურამ კაშიასგან და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არამხოლოდ მათთან, არამედ ყველა ჩემს ახალ თანაგუნდელთან თამაშს.

ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. სლოვანში მოვდივარ იმისთვის, რომ გუნდს ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა