11 ფრაზა ოპრა იუნფრისგან, ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფროამერიკელისგან, რომელმაც სიღარიბესა და ძალადობაზე გაიმარჯვა
ტელეწამყვანი, ოპრა იუნფრი არის ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში გადატანილი ძალადობისა და სიღარიბის მიუხედავად, შეძლო არამხოლოდ თავის დამკივდრება, არამედ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი აფროამერიკელი ქალი ამერიკაში. ოპრა ბევრის შთაგონების წყაროა, მას გამოცემული აქვს არაერთი წიგნიც.
გთავაზობთ ოპრა უინფრის რამდენიმე გამონათქვამს, რომელიც რთულ დროს გაგიადვილებთ, შეგმატებთ ძალასა და საკუთარი თავის რწმენასაც განგიმტკიცებთ.
1. გააცნობიერე, რას შემოაქვს შენში სინათლე. შემდეგ კი, გამოიყენე ეს სხივი სამყაროს გასანათებლად;
2. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იმის სწავლაა, თუ რომელი ხიდები უნდა გადაკვეთო და რომელი - დაწვა;
3. პროცესის მიზნად ქცევას შენი ოცნების ასრულება მოჰყვება;
4. შენ არ ხდები ის, რაც გინდა - შენ ხდები ის, რისიც გჯერა;
5. არავითარი მნიშვნელობა აქვს რამდენ მწვერვალს მიაღწევ, თუ ამ დროს სიამოვნებას არ განიცდი;
6. პატიება იმ იმედის დაკარგვაა, რომ წარსული შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო;
7. მაშ, მიდი, დაეცი, სამყარო მიწისგან განსხვავებულად გამოიყურება;
8. როცა ხალხი გაჩვენებთ, ვინ არიან... დაუჯერეთ მათ!;
9. ოდესღაც მეშინოდა ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ: "საკუთარი თავი ვინ ჰგონია?" ახლა მე უკვე მაქვს გამბედაობა, რომ ვთქვა: აი, ვინ ვარ მე!;
10. რეალობაა, რომ თქვენს ცხოვრებაში თქვენი უარმყოფელები ვერასოდეს იქნებიან სრულად კმაყოფილნი. დაიმალები თუ იბრწყინებ, ისინი მაინც მუდამ იგრძნობენ თქვენგან საფრთხეს;
11. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან ხარ. გამარჯვების უნარი ყოველთვის შენით იწყება.