თეგებით ძიება

სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა ვადაგასული პრეპარატები ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა.

"ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც.

მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა