თეგებით ძიება

დაგვეხმარეთ, რომ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაგეხმაროთ - სენატორი

სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, "აშშ-ში არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე".

"ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: "დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ" დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში", - განაცხადა შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა