თეგებით ძიება
11. 07. 2022 სპორტი

რა კავშირი აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს გარიგებულ თამაშებთან? - გერმანული გამოცემა ქართველი ჩოგბურთელის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანული ZDF-ის ჟურნალისტები, მარკუს ჰარმი და იანიკ შნაიდერი იუწყებიან, რომლებმაც გამოძიება ჩაატარეს.

მათი ინფორმაციით, ბასილაშვილთან ერთად ეჭვმიტანილია რუსი სპორტსმენი ასლან კარაცევიც.

გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, ჩოგბურთელებს გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

ZDF-მ ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საგამოძიო მასალებიდან მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ.

კარაცევს მინიმუმ 5 გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება ბრალად, ხოლო ბასილაშვილის სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ
სახელდება.

sportall.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა