20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, გარდაიცვალა
20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
როგორც "პრაიმტაიმი" წერს, 12 ივნისს ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ცნობისთვის, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.