თეგებით ძიება
13. 07. 2022 სპორტი

ბათუმის სტადიონთან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ბათუმის სტადიონის მიმდებარედ, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები, ასევე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

რევაზ ჩელებაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1980). ამჟამად ქობულეთის „შუქურას“ მფლობელი და პრეზიდენტია.[1][2] 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[3] 1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5] მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ასევე ფეხბურთელია. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა