თეგებით ძიება
16. 07. 2022 სპორტი

"ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში „აია არენაზე“ პორტუგალიას უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.

მეორე ნახევარში კი, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა