თეგებით ძიება

„ან უნდა ავუბათ ფეხი პროგრესს ან ჩავრჩეთ ჩვენს ტრადიციულ მიკროკოსმში. მარტივი არჩევანია. არავინ არაფერს გვაძალებს“ - მამუკა გამყრელიძე

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამერიკელი ტრანსგენდერი ადმირალის და ასევე ამერიკელი ("არაბინარული გენდერული სითხის პიროვნების") მაღალჩინოსნის ფოტოები გამოჩნდა ფეისბუკზე და მიდის წყევლა და ხორხოცი.

ყურადღების ცენტრში არა მათი სქესი, პროფესიონალიზმი ან ადამიანური თვისებებია, არამედ მათი გარეგნობისთვის შეუსაბამო ტანსაცმელი. თუმცა, რამდენი ადამიანი არსებობს ვისაც ჩაცმის კულტურა არ გააჩნია და ხშირად სასაცილოდ გამოიყურებიან ძვირ ტანსაცმელშიც კი ?

პრობლემის სათავე ჩვენი კულტურული განსხვავებაა. დასავლეთის ერები მეტწილად გერმანული ტომებისგან შედგებიან. მათთვის ნორმაა ქალებისა და მამაკაცების ერთად ბანაობა შიშველ მდგომარეობაში. ამით ბავშვობიდან ეჩვევიან ადამიანების არა სქესით არამედ შინაარსით განსხვავებას. თანაც გერმანული ტომების ქალები გამოირჩევიან ძლიერი, ძვალმსხვილი და მაღალი აღნაგობით. ისტორიულადაც ისინი მამაკაცების გვერდით თანაბრად იბრძოდნენ. ამიტომ ევროპელისთვის გენდერული საკითხი სრულიად უმტკივნეულო და მშვიდად გასატარებელია.

ქართველები კავკასიური კულტურის ხალხი ვართ და ჩვენთან განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის ჩვენი თვალისთვის რადიკალური უნდა იყოს. აქედან პრობლემის მტკივნეული აღქმაც. აბრაამისტული რელიგიების რადიკალიზმმაც გარკვეული გავლენა იქონია ჩვენს შეხედულებებზე.

მაგრამ... სამყარო ვითარდება და ამ განვითარების ავანგარდში სწორედ ის დასავლეთია, რომელიც ქსენოფობიური მსოფლმხედველობიდან სრულიად თავისუფლდება. ჩვენც ან უნდა ავუბათ ფეხი პროგრესს ან ჩავრჩეთ ჩვენს ტრადიციულ მიკროკოსმში. მარტივი არჩევანია. არავინ არაფერს გვაძალებს. მაგრამ არჩევანი თავისუფალი უნდა იყოს ერისთვისაც, ოჯახისთვისაც და ყოველი ადამიანისთვისაც.

არჩევანის თავისუფლება არის ქრისტიანობის ქვაკუთხედიც!“ - წერს მამუკა გამყრელიძე.

ამერიკელი ტრანსგენდერი ადმირალის და ასევე ამერიკელი ("არაბინარული გენდერული სითხის პიროვნების") მაღალჩინოსნის ფოტოები...Posted by მამუკა გამყრელიძე on Sunday, 17 July 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა