თეგებით ძიება

თუ გსურთ წარმატებული და აღიარებული იყოთ, გაეცანით სტივენ კოვის 10 რჩევას

სტივენ კოვი (Stephen Covey) არის გამოჩენილი ამერიკელი მოტივაციური სპიკერი, განმანათლებელი, ავტორი, ბიზნესმენი და პროფესორი იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996 წელს ჟურნალმა Time-მა სტივენ კოვი 25 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

სტივენ კოვის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი წიგნია "ძალიან ეფექტური ადამიანების 7 ჩვევა". იგი პირველად გამოიცა 1989 წელს და ფოკუსირებული იყო მიზნების მიღწევაზე მთლიანობის, პატიოსნებისა და ადამიანური ღირსების მეშვეობით. მსოფლიოში წიგნის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

გთავაზობთ სტივენ კოვის 10 რჩევას, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოგადგებათ:

1. ჯერ სხვას გაუგეთ, მერე ეცადეთ თქვენ გაგიგონ;

2. მთავარი ის კი არ არის, რომ პრიორიტეტულად განსაზღვროთ ის, რაც თქვენს განრიგშია, არამედ დაგეგმოთ თქვენი პრიორიტეტები;

3. ცხოვრებაში სამი მუდმივა არსებობს ... ცვლილება, არჩევანი და პრინციპები;

4. სიძლიერე განსხვავებებშია და არა მსგავსებაში;

5. ნდობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ეფექტური კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფუნდამენტალური პრინციპი, რომელიც წარმართავს ყველანაირ ურთიერთობას;

6. მორალური ავტორიტეტი მომდინარეობს ისეთი უნივერსალური და მარადიული პრინციპების დაცვისგან, როგორიცაა პატიოსნება, ერთგულება, ადამიანებისადმი პატივისცემით მოპყრობა;

7. ლიდერობა არჩევანია და არა თანამდებობა;

8. შეცდომისადმი პროაქტიული მიდგომა არის მისი მყისიერად აღიარება, გამოსწორება და მისგან სწავლა;

9. შეწყვიტე მიზნების დასახვა. მიზნები სუფთა ფანტაზიაა, თუ არ გაქვთ კონკრეტული გეგმა მათ მისაღწევად;

10. პრინციპები ადამიანის ქცევის სახელმძღვანელო მითითებებია, რომლებსაც მტკიცე, მუდმივი ღირებულება აქვთ.

https://www.brainyquote.com/authors/stephen-covey-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა