"ნუ ელი სამყაროსგან ხელახლა დაბადების დღეს - მან უკვე დაგასაჩუქრა შენი თავით, რომელიც შეგიძლია უსასრულოდ სრულყო" - გია მურღულია
ფილოლოგი, გია მურღული სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს და ადამიანის მიერ საკუთარი თავის სრულყოფაზე ამახვილებს ყურადღბას.
"არასდროს მოძებნო გარეთ ის, რაც შენშია და შენ გეკუთვნის.
აი, რას ამბობს გენიალური ჯალალ ედ-დინ რუმი:
"შენ ცხენზე ზიხარ, სოფელ-სოფელ დაწანწალებ და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?"
ნუ ელი სამყაროსგან ხელახლა დაბადების დღეს - მან უკვე დაგასაჩუქრა შენი თავით, რომელიც შეგიძლია უსასრულოდ სრულყო, სანამ ამ ქვეყანას არ დაემშვიდობები", - წერს გია მურღულია.