თუ მიყვებით ეკჰარტ ტოლეს რჩევებს ემოციების შესახებ, აუცილებლად დატკბებით შინაგანი სიმშვიდით!
ეკჰარტი ტოლე - ეს არის გერმანული წარმოშობის სულიერი მოძღვარი; ავტორი წიგნისა „ახლა ძალა“, რომელიც განსაზღვრავს დღევანდელი მომენტის (ანუ ახლა) ღირებულებას.
ტოლეს ადრეული ცხოვრება პრობლემური ჰქონდა და საზოგადოებისგან გაუცხოებულად გრძნობდა თავს. დეპრესიის ხანმოკლე ფაზის გავლის შემდეგ ტოლემ შინაგანი სულიერი ტრანსფორმაცია განიცადა, რაც მასშივე დარჩა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მასზე გავლენა მოახდინა ბუდიზმმა, ინდუიზმმა და ქრისტიანობამ. ტოლე ასევე შესანიშნავი ორატორია და ოპრა უინფრისთან ერთად, რამდენიმე ვებინარიც ჩაატარა. ეკჰარტ ტოლე ამჟამად ვანკუვერში ცხოვრობს. ის მთელ დროს ახლობლებს უთმობს სულიერი ცნობიერების მიღწევაში დასახმარებლად.
გთავაზობთ ეკჰარტი ტოლეს 10 ფრაზას
1. აზრები და ემოციები ერთმანეთს კვებავს;
2. წარსულს არ აქვს ძალა აწმყოზე;
3. უბედურების მთავარი მიზეზი არასოდეს არის სიტუაცია, არამედ - თქვენი ფიქრები მასზე;
4. ღრმად გააცნობიერე, რომ ახლანდელი მომენტი მოიცავს ყველაფერს, რაც გაქვს. გახადე „ახლა“ (NOW) შენი ცხოვრების ორიენტირი;
5. ადამიანები ხშირად ატარებენ წლებს ცხოვრების დაწყების მოლოდინში;
6. ბრაზს ყოველთვის ტკივილი მოსდევს;
7. მიიღე - შემდეგ იმოქმედე. რასაც ახლანდელი მომენტი მოიცავს, მიიღე ისე, თითქოს შენ ის აირჩიე. გახადე ის შენი მეგობარი და მოკავშირე და არა შენი მტერი. ეს სასწაულებრივად გარდაქმნის მთელ შენს ცხოვრებას;
8. თქვენი ცნობიერების დონის საუკეთესო მაჩვენებელია ის, თუ როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, როდესაც ისინი მოდის;
9. შენ პიროვნებად შენიღბული ცნობიერება ხარ!;
10. სიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის სხვაში აღიარებას.
https://www.goodreads.com/work/quotes/840520-the-power-of-now