თეგებით ძიება
21. 07. 2022 სპორტი

რომან ფიფია "დინამო თბილისს" ყიდის

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რო­მან ფი­ფია "დი­ნა­მო თბი­ლისს" ყი­დის. ამის შესახებ განცხადება მან თავად გაავრცელა.

რო­გორც ფიფია განმარტავს, აღნიშნული გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო მი­ი­ღო.

"დი­ნა­მო თბი­ლი­სის" გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ეს კლუ­ბი, მისი შე­ძე­ნის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და მთა­ვა­რი ზრუნ­ვის ობი­ექ­ტია, სწო­რედ "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მჯე­რა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.გულ­შე­მატ­კივ­რის, მე­დი­ის, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა თუ სხვა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" მი­მართ ინ­ტე­რე­სიც, სიყ­ვა­რუ­ლიც, კრი­ტი­კაც და მო­ლო­დი­ნიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით კი იმ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, რაც დი­ნა­მო თბი­ლისს, მის ის­ტო­რი­ას და გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ე­ფე­რე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, ჩემი პი­რა­დი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი კლუ­ბის სა­მარ­თა­ვად არა­საკ­მა­რი­სად მი­მაჩ­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც დი­ნა­მო თბი­ლი­სის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში იგე­მა, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი კლუ­ბის ინ­ტე­რეს­ზე წინ არას­დროს და­მი­ყე­ნე­ბია და ვფიქ­რობ ეს ნა­ბი­ჯიც ამ სი­ტყვე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია.

ამ­ჟა­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში ვარ ინ­ვეს­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" შე­ძე­ნით ან კლუბ­ში შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, მინ­და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გამ­ცნოთ – გას­ხვი­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მზად ვარ გან­ვი­ხი­ლო დი­ნა­მო თბი­ლი­სის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მით მარ­თვა, სა­დაც კლუ­ბის აქ­ტი­ვე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს თუ სო­ცი­ა­ლუ­რი წრე­ე­ბი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა კი თბი­ლი­სე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ექ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან დი­ნა­მო თბი­ლი­სი იყო, არის და იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო და მისი თი­ლის­მა. დე­ტა­ლუ­რად, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე, და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა