თეგებით ძიება

დალაი ლამას ცნობილი ციტატები, რომლებიც ცხოვრებას შეგიცვლით

დალაი ლამა - ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. მათ სწამთ, რომ დალაი ლამა არის ბუდისტური წმინდანის, ავალოკიტეშვარას, რეინკარნაცია და მისი ფუნქციაა, ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

გაგაცნობთ დალაი ლამას 10 ფრაზას, რაც სიმშიდისა და ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

1 თუ უმეცრება ჩვენზე ბატონობს, არ არსებობს რეალური მშვიდობის შესაძლებლობა;

2 ბედნიერება მზა სახით არ არსებობს. ის თქვენივე ქმედებებიდან იქმნება;

3 პოზიტიური ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია, განვავითაროთ პოზიტიური ხედვა;

4 სიყვარული და თანაგრძნობა აუცილებლობაა და არა ფუფუნება, მათ გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩება;

5 სიკეთის დათესვა ყოველთვის შესაძლებელია;

6 მშვიდ გონებას მოაქვს შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის;

7 მე ვპოულობ იმედს ყველაზე ბნელ დღეებში და ვკონცენტრირდები ყველაზე ნათელ დღეებზე. მე არ განვიკითხავ სამყაროს;

8 შეხედეთ სიტუაციებს ყველა კუთხიდან და უფრო მეტად აივსებით ნდობით;

9 საკუთარი პოტენციალის რეალიზებით და საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულობით, ადამიანს უკეთესი სამყაროს აშენება შეუძლია;

10 მე ყოველთვის ასეთი შეხედულება მქონდა თანამედროვე განათლების სისტემასთან დაკავშირებით: ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ტვინის განვითარებას, მაგრამ გულთბილობის განვითარებას არ ვაფასებთ.

https://parade.com/1247081/marynliles/dalai-lama-quotes/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა