თეგებით ძიება

"ნუ განსჯით ადამიანებს საკუთარი სტერეოტიპების პრიზმიდან" - დედოფალ რანიას 10 ინსპირაციული ციტატა

რანია ალ-აბდულა - იორდანიის დედოფალი, მეფე აბდულა II-ის მეუღლე; დაიბადა ელ-ქუვეითში, პალესტინელთა ოჯახში. რანიას თაყვანს სცემენ, როგორც პროგრესული ქალის ხმას არაბულ სამყაროში. მისმა სამეფო სტატუსმა და ჰუმანიტარულმა საქმიანობამ, უნაკლო სტილთან ერთად, ის საერთაშორისო ხატად აქცია.

”მე უბრალოდ ვიღვიძებ და თავს ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ. ჩემთვის პატივი და პრივილეგიაა, რომ შევიტანო ხარისხობრივი განსხვავება ადამიანების ცხოვრებაში - და ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა”, - თქვა ერთხელ დედოფალმა რანიამ.

გთთავაზობთ დედოფლის 10 ციტატას განათლებასა და ცხოვრებაზე:

1. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, როცა ვუსმენთ და უფრო ჭკვიანები, როცა ცოდნას სხვებს ვუზიარებთ;

2. საბოლოო ჯამში, თანამდებობა მხოლოდ თანამდებობაა, ტიტული მხოლოდ ტიტულია და ეს ყველაფერი მოდის და მიდის. უფრო მნიშვნელოვანი თქვენი არსის გაცნობიერება და თქვენი ღირებულებებია;

3. ფასეულობები ის ფარებია, რომლებსაც მთელი ცხოვრება ატარებთ და ისინი გიცავთ ყველაფრისგან, რასაც ცხოვრება გესვრით;

4. არ მჯერა, რომ კულტურებს შორის შეჯახებაა. მე მჯერა, რომ არსებობს დაპირისპირება ერთმანეთის აღქმებს შორის;

5. ნუ განსჯით ადამიანებს საკუთარი სტერეოტიპების პრიზმიდან;

6. თანამედროვეობა არ ეხება ე.წ. დრეს–კოდს – ჩაცმის დაწერილ წესს;

7. მე არ ვიტეხ ძილს წარუმატებლობის გამო. მე მეფიქრება წარმატებებზე - როგორ შეიძლება მათი გამეორება;
8. ინოვაცია ნიშნავს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსასრულოა;

9. რელიგია და თანამედროვეობა სულაც არ არის ურთიერთგამომრიცხავი;

10. მთავარი მტერი ტერორიზმი ან ექსტრემიზმი კი არ არის, არამედ უვიცობა.

https://www.overallmotivation.com/quotes/queen-rania-quotes/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა