თეგებით ძიება

12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი რადიკალურ ოპოზიციას მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს შეფუთოს, რომ თითქოს, ბოიკოტს არ უცხადებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, საჯარო განცხადებებში გუშინაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ალტერნატიული პროცესი მათთვისაც მიუღებელი იყო. ამის ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს, ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს. საბოლოო ჯამში, ცხადია, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ ამ პროცესზე და ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის პარალელურად, მომავალი კვირიდან რადიკალური ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელიაა“ გაერთიანებული. ოპოზიციური პარტიები კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასაც აანონსებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა