თეგებით ძიება

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"აგვისტოს ბოლოს მე და მარია გადავდივართ თბილისში, სადაც მექნება პატივი ვიმსახურო გერმანიის #ელჩად #საქართველოში. უყურეთ ამ სივრცეს"- წერს ფიშერი.

2018 წლის ივლისიდან პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის კარიერული დიპლომატია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა