თეგებით ძიება

"შენი დრო მოდის" - ტონი გასკინსის რჩევები ჯანსაღი და ხანგრძლივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად

ტონი გასკინსი სამოტივაციო სპიკერი და კინორეჟისორია. გასკინსმა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგული მეუღლეა, კონსულტაცია გაუწია ათასობით ადამიანს და ის მილიონობით ინტერნეტმომხმარებლისთვის შთაგონების წყარო გახდა. ტონი გასკინსი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია სასიყვარულო და, ზოგადად, ადამიანური ურთიერთობების საკითხებში. გასკინსმა შეიმუშავა ჩარჩო, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ სწორი ადამიანი, რომელთანაც უნდა იცხოვროთ და, როგორ დააწესოთ სტანდარტები, რომლებიც ხელს უწყობს სიყვარულით ურთიერთობებს.

გთავაზობთ ტონი გასკინსის 10 რჩევას, რომელიც არამხოლოდ თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ კარიერის მაღალ საფეხურებზე ასვლასა და წარმატების მიღწევაშიც დაგეხმარებათ.

1. თუ ზოგიერთ ადამიანს კვარცხლბეკზე აიყვანთ, შემდეგ ისინი უბრალოდ ზემოდან დაგხედავენ;

2. როდესაც მამაკაცი ერთ ქალთან ერთგულ ურთიერთობაშია, ის [მამაკაცი] საკუთარი თავის ყველაზე ბედნიერი ვერსია ხდება;

3. როცა საკუთარი თავი ნამდვილად გიყვარს, მტრები არ გყავს. მათ შეიძლება სძულდე, მაგრამ ზედმეტად ძლიერი ხარ იმისთვის, რომ შენც შეიძულო ისინი;

4. ცხოვრება ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ ის არასწორ ადამიანს მიუძღვნა. ჯობს, მარტო იყო, სანამ შენი ღირსი ადამიანი არ გამოჩნდება;

5. იოცნებე მხოლოდ გახელილი თვალებით და ფეხების მოძრაობით;

6. კმაყოფილება არ ნიშნავს იმას, რომ მეტი არ გინდა; ეს გულისხმობს, რომ მადლობელი ხარ იმისთვის, რაც გაქვს და მოთმინებით ელოდები ახალ წყალობას;

7. კარები გაიღება მათთვის, ვინც საკმარისად გაბედულია, რომ დააკაკუნოს;

8. ნეგატიურ ადამიანებს დრამა ჟანგბადივით სჭირდებათ. იყავით პოზიტიური, ეს მათ სუნთქვას შეაწყვეტინებს;

9. იბრძოლეთ და ამით გაძლიერდით. ბრძოლა სამუდამოდ არ გაგრძელდება;

10. მიჰყევით პროცესს. შენი დრო მოდის. უბრალოდ, იშრომე და შედეგებიც არ დააყოვნებს.

წყარო: https://www.inspiringquotes.us/author/2080-tony-gaskins


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა