თეგებით ძიება

მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით... - რას ამბობს დავით არახამია?

უკრაინული რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოსა და ქართველ ლიდერებს ევროპის ლიდერებთან დაააკავშიროს.

"ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდოპროცესია. სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად, თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრანსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებული არიან ამ იდეის გამო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ.

ჩვენ დაგეხმარებით. მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით - ჩემთვის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს",- ამბობს დავით არახამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა