თეგებით ძიება

ქუთაისის აეროპორტი იკეტება - ცნობილია, საიდან შესრულდება ფრენები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება, ამის მიზეზი რეაბილიტაციაა. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს - დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია.

როგორც ავიაკომპანია "Wizz Air"-ში ამბობენ, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. რაც შეეხება სხვა გეგმებს Wizz Air-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს. მაგრამ თუ მოთხოვნა იქნება, თუ ეს იქნება საინტერესო როგორც ჩვენი მგზავრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის და ასევე თავად "Wizz Air"-ისთვის, რატომაც არა, განხილვადია. ოღონდ, კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, რომ ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ 2 კვირაზე", - განაცხადა ტელეკომპანია "BMG"-ის ეთერში "TAV Georgia"-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა