თეგებით ძიება

რატომ უნდა იყიდო ბინა ახალაშენებულ კორპუსში? – 8 ძირითადი მიზეზი

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში – ახალი ბინა ნიშნავს ახალ გარემოს და რაც მთავარია, უფრო კომფორტულ, სასიამოვნო სიტუაციაში ცხოვრებას. ასეთ დროს მრავალი კითხვა ჩნდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია - ბინის ყიდვა ახალაშენებულ კორპუსში სჯობს თუ ძველში? მოდით, განვიხილოთ ახალაშენებული კორპუსების რამდენიმე ძირითადი უპირატესობა:

ხარისხი

ახალი შენობები ბევრად უფრო ხარისხიანი და მყარია, იმასთან შედარებით, რაც ათეულობით წლის წინაა აშენებული, განსაკუთრებით - საბჭოთა პერიოდში. იმ პერიოდის შენობათა უმრავლესობას დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული.

მშენებლობის პროცესში ყიდვის სარგებელი

თქვენ შეგიძლიათ ბინა იყიდოთ მშენებლობის პროცესში, როდესაც მისი ფასი ჯერ კიდევ დაბალია. დარწმუნებული იყავით, რომ მშენებლობის ყოველ მომდევნო ეტაპზე ბინის ღირებულება მოიმატებს, რაც მყიდველისთვის ფინანსურად მომგებიანია. მთავარია, ისეთი დეველოპერული კომპანია შეარჩიოთ, რომელსაც უტყუარი რეპუტაცია და მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს, რათა ბინის დათქმულ ვადაში ჩაბარების პრობლემა არ შეიქმნას.

მშენებლობის ეტაპების მონიტორინგი

მშენებარე კომპლექსში ბინის ყიდვისას შეგიძლიათ მშენებლობის პროცესს თვალი თავად ადევნოთ და დარწმუნდეთ, რომ პროცესი ნამდვილად ხარისხიანი მასალით, რეგულაციების დაცვითა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების დაცვით ხორციელდება. მეორად ბინებზე ასეთი შესაძლებლობა არ გექნებათ, პირიქით, დროთა განმავლობაში თქვენს საცხოვრებელში კიდევ უფრო მეტ ხარვეზს აღმოაჩენთ, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელი იქმნება.

სწორი ინვესტიცია

მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვა საუკეთესო ინვესტიციაა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მისი ფასი მშენებლობის ყოველ ეტაპზე იმატებს, ხოლო მშენებლობის დასრულებისას თქვენ ხელთ გექნებათ საუკეთესო ინვესტიცია. მეორად ბინებზე კი ფასი პირიქით იკლებს და მისი გაქირავება დღითიდღე უფრო რთული ხდება.

ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურების ხელმისაწვდომობა

ახალაშენებული კორპუსების უმრავლესობა განვითარებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს, რადგან მშენებლობის დასაწყისშივე გათვალისწინებულია კომპლექსის ტერიტორიაზე კომერციული ფართები, სადაც შემდეგში სუპერმარკეტები, ფიტნეს-ცენტრები, ოფისები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები განთავსდება.

თანამედროვე და მოწესრიგებული კომუნიკაციები

ახალი შენობები აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო სისტემებით, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებლების საიმედო და კომფორტულ კომუნალურ მომსახურებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, ლიფტის გამართულობის საკითხი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ახალაშენებულ კორპუსებში და მისი მოვლა/პატრონობა რეგულარულად ხორციელდება. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, ბევრ მათგანში კომუნიკაციები მოძველებული და გაუმართავია.

ხელსაყრელი განვადება

განვადებით ბინის შეძენა შესანიშნავი შესაძლებლობაა დატკბეთ საკუთარი სახლის სიმყუდროვით, მაშინაც კი როდესაც თანხის უმეტესი ნაწილი გაკლდებათ. არსებობს განვადების ორი სახეობა: იპოთეკა (ბანკისგან) და ე.წ. შიდა განვადება (სამშენებლო კომპანიისგან). ორივეს აქვს დადებითი მხარე. შიდა განვადება გაიცემა მოკლე ვადით – როგორც წესი, მშენებლობის დასრულებამდე 2-3 წლის ვადით. სამშენებლო კომპანიები, უპროცენტო განვადებას გვთავაზობენ. იპოთეკური სესხი, სხვა სესხებთან შედარებით, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთითა და ხანგრძლივი ვადით გაიცემა. გარდა ამისა, ახალაშენებული ბინების შეფასება უფრო მაღალ ფასად და ხელსაყრელი პირობებით ხდება, ვიდრე მეორადი ბინების.

მოწესრიგებული გარემო

ახალაშენებული კომპლექსების უმრავლესობას გააჩნია საკუთარი ეზო, სკვერი, საბავშვო მოედნები, დაცული და მოწესრიგებული ჰოლები, სადარბაზოები და სხვა საერთო მოხმარების სივრცეები. ეს მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან კომფორტს წარმოადგენს. მეორადი ბინების შემთხვევაში, მსგავსი პირობები იშვიათია და ხშირად სადარბაზოები და კიბეები მოძველებული და მოშლილია, ეზოები მოუწესრიგებელი, ლიფტები გაუმართავი და ა.შ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა