"თანაგრძნობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია" - დანიელ პინკის ციტატები მოტივაციის საიდუმლოებაზე
დანიელ პინკი - თანამედროვე ამერიკელი მწერალი ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში. ის ფოკუსირებას ახდენს სამუშაოსა და სამუშაო ადგილის ცვალებად ბუნებაზე. მისი წიგნი „Drive – რა გვამოძრავებს სინამდვილეში? მოტივაციის საიდუმლო“ 2009 წელს გამოიცა და ძალიან სწრაფად გახდა ბესტსელერი; წიგნში ყურადღება გამახვილებულია სამუშაო მოტივაციის სამი ძირითადი ელემენტის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე: ავტონომიურობაზე, ოსტატობასა და მიზანზე.
დანიელ პინკი ტელეწამყვანი და National Geographic Channel-ზე სატელევიზიო სერიალ „Crowd Control“-ის პროდიუსერია, რომელიც ადამიანის ქცევას ეხება. სერიალი 100-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა. ამჟამად, დანიელ პინკი და მისი მეუღლე ვაშინგტონში ცხოვრობენ.
გტავაზობთ, დანიელ პინკის გამონათავქმებს, რაც ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ.
1. ადამიანებს თანდაყოლილი შინაგანი ლტოლვა აქვთ, რომ იყვნენ ავტონომიურნი, დამოუკიდებელნი და ერთმანეთთან დაკავშირებულნი. როდესაც ამ ლტოლვისგან თავისუფლდებიან, ისინი უფრო მეტს აღწევენ და უფრო მრავალფეროვნად ცხოვრობენ;
2. ჩვენ სამი თანდაყოლილი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება გვაქვს - კომპეტენტურობა, ავტონომიურობა და ურთიერთდამოკიდებულება. როდესაც ეს საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ჩვენ მოტივირებულნი, პროდუქტიულნი და ბედნიერნი ვართ;
3. სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე ზრუნვა, თავის მხრივ, სამყაროსაც აუმჯობესებს;
4. ცხოვრებაში არასასიამოვნო ცვლილებაც გარდაუვალია და როცა ეს მოხდება, ყველაზე გონივრული რეაქციაა არა მოთქმა-ვაება ან წუწუნი, არამედ მისი გათავისება და გადალახვა;
5.თანაგრძნობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.