თეგებით ძიება

ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს – ნიკოლოზ სამხარაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, სანქციები მხოლოდ ივანიშვილს არ შეეხება.

სამხარაძის თქმით, არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო.

“უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ. ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს.

დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის “ნაციონალური მოძრაობისგან”, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან.

ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა”, – აცხადებს სამხარაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა