თეგებით ძიება

"რისიც გჯერათ, ის თქვენთვის რეალობა ხდება" - ბრაიან თრეისის 10 ფრაზა ამბიციური ადამიანებისთვის

ბრაიან თრეისი წარმოშობით კანადელ-ამერიკელი საზოგადო მოღვაწეა, რომლის წიგნებიც სამოტივაციო და თვითგანვითარების შესახებ ცნობილია მთელ მსოფლიოში. ის არის ორმოცზე მეტი წიგნის ავტორი, რომლებიც ათეულობით ენაზე ითარგმნა. ბრაიან თრეისის პოპულარული წიგნებია: "გახდი გაყიდვების სუპერსტარი";, „შეჭამე ბაყაყი!“,„მიზნები“ და ა.შ.

1. მე მივხვდი, რომ იღბალი საკმაოდ პროგნოზირებადია. მეტი იღბლისთვის მეტი შანსი გამოიყენე. იყავი უფრო აქტიური. უფრო ხშირად გამოჩნდი და გამოავლინე საკუთარი შესაძლებლობები;

2. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგიძლიათ სხვებს გადასცეთ, არის უპირობო სიყვარული და აღიარება;

3. წარმატების გასაღები არის ჩვენი ცნობიერი გონების ფოკუსირება იმაზე, რაც გვსურს და არა იმაზე, რისიც გვეშინია;

4. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან. თქვენ შეგიძლიათ, გაძლიერდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ახლის მცდელობისას მზად იქნებით, თავი არაკომფორტულად იგრძნოთ;

5. ყველა წარმატებული ადამიანი, კაცი თუ ქალი, დიდი მეოცნებეა. ისინი წარმოიდგენენ როგორი შეიძლება იყოს თავიანთი მომავალი - ყველა
თვალსაზრისით, იდეალური - და შემდეგ ისინი ყოველდღე მუშაობენ თავიანთი შორეული ხედვისთვის, მიზნის თუ განზრახვის შესასრულებლად;

6. წარმატებული ადამიანები ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს სხვების დასახმარებლად, წარუმატებელი კი - ყოველთვის სვამს კითხვას: „პირადად ჩემთვის რა სარგებელს ვიღებ?;

7. თქვენი ყველაზე დიდი ქონება თქვენივე შრომისუნარიანობის უნარია. თქვენი ყველაზე დიდი რესურსი თქვენი დროა;

8. მიზნები საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ცვლილებების მიმართულება თქვენს სასარგებლოდ;

9. რისიც გჯერათ, ის თქვენთვის რეალობა ხდება;

10. არასოდეს თქვა შენს შესახებ ისეთი რამ, რაც არ გინდა, რომ განხორციელდეს.

https://www.brainyquote.com/authors/brian-tracy-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა