თეგებით ძიება

"სიკეთე სიძლიერის უდიდესი ნიშანია" - გარი ვაინერჩუკის 10 იშვიათი ციტატა

გარი ვაინერჩუკი - VaynerX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ღვინის ექსპერტი, სერიული მეწარმე "GaryVee", ცნობილია უამრავი რამით, თუმცა მილიონობით ადამიანი მას ყველაზე კარგად მისი პოზიტიური, გულწრფელი, შთამაგონებელი ციტატებით იცნობს.

გთავაზობთ გარი ვაინერჩუკის 10 იშვიათ ციტატას:

1. ჩემთვის ბედნიერება ნიშნავს, აკეთო ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გსურს;

2. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ტელეფონების განახლებაზე არიან ფოკუსირებულნი, ვიდრე გონების გაუმჯობესებაზე;

3. მოძრაობა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კურსი - მიმართულება;

4. ადამიანებს სურთ, წარმატებას სწრაფად მიაღწიონ, რადგან ისინი ცდილობენ სხვისთვის რაღაცის დამტკიცებას. სწორედ ამ დროს ხდებიან ისინი სუსტი;

5. თუ ყველას ეტყვით, რომ რაღაცის გაკეთებას აპირებთ და 100 დღის შემდეგ გადაიფიქრებთ, ეს სიძლიერეა და არა სისუსტე;

6. ციტატების მოყვანა მარტივია, რთულია მათი შესრულება;

7. ძალიან ბევრ ადამიანს სურს რაღაც, მაგრამ მათ არ სურთ ნაბიჯის უკან გადადგმა და იმ ფასის გადახდა, რომელიც დაკავშირებულია მათ ამბიციებთან.
მათ აკლიათ თავმდაბლობა და მოთმინება ბედნიერებისა და წარმატების მიღწევისთვის;

8. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქონება თქვენი აზროვნებაა;

9. სიკეთე სიძლიერის უდიდესი ნიშანია;

10. არ აქვს მნიშვნელობა სად დაიწყებ, შენზეა დამოკიდებული როგორ დაასრულებ.

https://www.garyvaynerchuk.com/top-garyvee-quotes/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა