თეგებით ძიება

"ბედნიერება არჩევანია და არა შედეგი" - ფრაზები „ყოველდღიურ მოტივატორ“ რალფ მარსტონისგან

რალფ მარსტონი ცნობილი ამერიკელი მწერალია. ის ბორდერთაუნში, სამხრეთ ავსტრალიაში დაიბადა. 1957 წელს ავსტრალიის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მარსტონს მეცნიერებათა საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ის აირჩიეს ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის ფონდის წევრად.

გაგაცნობთ რალფ მარსტონის 10 ფრაზას, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით შეგახედებთ:

1. ბედნიერება არჩევანია და არა შედეგი;

2. არ შეანელო მსვლელობა გრძელი გზის გამო;

3. მიზნის მიღწევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს არ მოითხოვს;

4. მშვიდად მიიღეთ დიდი და რთული პრობლემები. მათში ვლინდება თქვენი ყველაზე ძლიერი მხარეები;

5. დააკვირდით, რას აკეთებთ და ერთი წუთით მიმოიხედეთ გარშემო. ნახეთ რა მშვენიერ სამყაროში ცხოვრობთ;

6. რა მოხდება, თუ ვინმეს რაიმეს აჩუქებ და ის მადლობასაც არ გიხდით ამისთვის - კიდევ აჩუქებდით რამეს? ცხოვრებაც ასეა. თქვენ ნამდვილად უნდა დააფასოთ ის, რაც უკვე გაქვთ იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი ბედნიერება, რასაც ცხოვრება კიდევ შემოგთავაზებთ;

7. მოუსმინეთ და მოგისმენენ; იზრუნე და შეგიყვარებენ; გაეცი და გაიხარებ; ანუგეშე და შენც იგრძნობ სიმშვიდეს;

8. ცხოვრება შენთან დავალებული არ არის, რადგან მან უკვე ყველაფერი მოგცა;

9. წყენის გულით ტარება რთული პროცესია, რომელსაც ღირებული არაფერი მოაქვს. აპატიე და გათავისუფლდი;

10. ნეგატიურ სიტუაციაში პოზიტიურობის შენარჩუნება არ არის გულუბრყვილობა - ეს ლიდერობაა.

https://www.azquotes.com/author/19649-Ralph_Marston?p=2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა