თეგებით ძიება

ანაკლიის პორტის პროექტზე მთავრობა ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს - ღირებულება 1 მილიონი ლარია

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს, რომლის ღირებულება 1 მილიონი ლარია.

formulanews.ge-ს ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

კერძოდ, საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. აღნიშნულ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც თანამშრომლობდა.

"მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშორისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საკონსულტაციო ჯგუფმა, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის".

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელები შეაქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა