თეგებით ძიება
01. 08. 2022 სპორტი

საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონია. ქართველმა კალათბურთელებმა ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხნა კი ანა ნამგალაძის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო ჩვენი გუნდის შეუჩერებელი ცენტრი, ლიკა კვირკველია სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა