TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:


    ვერძი
    ახალი გარიგება თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მოგცემთ. ოჯახში შესაძლოა მცირე გაუგებრობა წარმოიშვას, მაგრამ ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი შემოსავალი თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ სიყვარულს ეძებთ მას მალე იპოვით.

    კურო
    პროფესიულ საქმიანობაში საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და უარი არ თქვათ. ოჯახის წევრები თქვენით იამაყებენ. ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ წარმატებას მოგიტანთ. ჯანსაღი ცხოვრება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში. საყვარელი ადამიანის გვერდით სასიამოვნო დროს გაატარებთ.


    ტყუპები
    სამსახურში მცირე ცვლილებები დაძაბულობას შემოიტანს, მაგრამ ყველაფერი კარგად განვითარდება. მოგზაურობის გეგმები ახალი თავგადასავლებით აგავსებთ. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდება ახალი შემოსავლის წყალობით. თქვენი რომანი ახალ ეტაპზე გადავა.

    კირჩხიბი
    ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა თქვენს განწყობას გააუმჯობესებს. ახალი ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ურთიერთობაში ყველაფერი კარგად მიდის, ასე რომ მიყევით მიმართულებას.

    ლომი
    მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ და საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. რეგულარული ვარჯიშის დახმარბით სასურველ ფორმას შეინარჩუნებთ. საღამოს შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ ვახშამს მოაწყობთ.

    ქალწული
    სამსახურში თქვენი ინიციატივით საინტერესო პროექტს დაიწყებთ. კარგი იქნება თუ ცვლილებებისთვის სახლში რემონტს დაიწყებთ და ინტერიერს შეცვლით. ინვესტიციის ჩადებისას კარგად დაფიქრდით, რამდენად მომგებიან ნაბიჯს დგამთ. საყვარელ ადამიანის გრძნობებს პატივი ეცით.

    სასწორი
    ოჯახის წევრების გარემოცვაში სასიამოვნო დროს გაატარებთ. თქვენი კეთილი ბუნებით და დამოკიდებულებით ყველა ადამიანის გულს მარტივად მოიგებთ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. სასურველი მიზნის მისაღწევად ბევრი დრო დაგჭირდებათ, მაგრამ არ შეწყვიტოთ შრომა.

    მორიელი
    ოჯახის წევრებთან დატვირთული დღის გამო ცოტა დროს გაატარებთ. რეგულარული ვარჯიშის და დიეტის დახმარებით სასურველ ფორმას მიაღწევთ. დროა დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. აკადემიურ საქმიანობაში ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ვითარდება.

    მშვილდოსანი
    ახალი გამოცდილების მიღება, კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. ოჯახში ყველაფერი გამოსწორდება. გამორიცხული არ არის ქალაქგარეთ საქმიანი მიზნით წახვიდეთ. ურთიერთობაში შესაძლოა ბზარი გაჩნდეს.

    თხის რქა
    სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად იოგით დაკავდით. ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დროა. ჯანსაღი საკვები თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია. სამსახურში ახალ პოზიციას შემოგთავაზებენ, რაც ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეგიქმნით.

    მერწყული
    მოგზაურობა საინტერესო გამოცდილებას შეგძენთ. ახალი გარიგება თქვენს შემოსავალს გააუმჯობესებს. სამსახურში კოლეგის დახმარებით წარმატებას მიაღწევთ. საყვარელი ადამიანის თანადგომით ყველა პრობლემას მოაგვარებთ.

    თევზები
    ჩადებული ინვესტიცია სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. რეგულარული ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. კარგი იქნება თუ თქვენს მიზანზე უარს არ იტყვით და განაგრძობთ წინსვლას. წარსულის სიყვარული თქვენ ცხოვრებაში კვლავ შემოიჭრება და თქვენი ცხოვრება შეიცვლება.
    მასალის გამოყენების პირობები
    1 076 ნახვა