თეგებით ძიება

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:


ვერძი
კარგი დროა პროფესიულ ფრონტზე თქვენი ყველა სურვილი განახორციელოთ. ფინანსური კრიზისი მალე მოგვარდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. აკადემიურ სფეროში განვითარებას განაგრძობთ. ინვესტიცა კარგ შემოსავალს არ მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

კურო
სამსახურში რთულ სიტუაციაში მარტივ გამოსავალს იპოვნით. გამორიცხული არ არის ოჯახის წევრებთან სერიოზული უთანხმოება მოგივიდეთ. მოგზაურობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდება. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს შეხედულებას და იდეებს გაიზიარებს.

ტყუპები
ოჯახის მხრიდან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. თუ შვებულებას გეგმავთ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით. აკადემიურ ფრონტზე მცირე წინააღმდეგობას გადააწყდებით. ფიტნესი თქვნს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

კირჩხიბი
სამსახურში თქვენი უნარების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობა გექნებათ. ოჯახში ახალი გამოწვევები და სირთულეები წარმოიშვება. ახალი წამოწყება თქვენს მთელ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. თაყვანისმცემელი, მალე თავის გრძნობებში გამოგიტყდებათ.

ლომი
ოჯახის წევრებთან დროის გატარება სიმშვიდეს მოგიტანთ. მოგზაურობა ძალიან კარგ განწყობას შეგიქმნით. აკადემიურ ფრონტზე სასურველი შედეგის მისაღწევად ხანგრძლივი შრომა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის დღეს თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ.

ქალწული
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ვარჯიშის დახმარებით შეინარჩუნებთ სასურველ ფორმას. ფული ახალი წყაროებით შემოვა და თქვენს შემოსავალს გაზრდის.

სასწორი
ოჯახში სასიამოვნო და მშვიდი ატმოსფეროა. მოგზაურობისას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომლის დახმარებით კარგ გარიგებას დადებთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

მორიელი
თქვენი დახმარებით ოჯახის წევრი ახალ სამუშაოს დაიწყებს. შესაძლოა თქვენი დიდი ხნის ოცნება ახდეს და ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობა სწორად შეაფასოთ და ისე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

მშვილდოსანი
სამსახურში კოლეგასთან არსებულ უთანხმოებას მოაგვარებთ და კვლავ მშვიდი ატმოსფერო დაისადგურებს. არაჯანსაღი საკვების მიღება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს. საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო ბედნიერებით აგავსებთ.

თხის რქა
არ თქვათ თქვენს ოცნებებზე უარი და განაგრძეთ წინსვლა. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახის წევრს თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. სამსახურში სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების გამო ქებას დაიმსახურებთ.

მერწყული
საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებთ და თქვენი შემოსავალი გაიზრდება. ჯანმრთელობის მხრივ ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. დროა გამოხატოთ საკუთარი უნარები და ყველას დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები.

თევზები
თქვენსა და თქვენს ოჯახს შორის ურთიერთობა გაძლიერდება. მოგზაურობისთვის კარგი დროა. ადამიანები დააფასებენ თქვენს განხორციელებულ ქმედებებს. მოერიდეთ ინვესტირებას რაიმე სახის აქციაში ან ქონებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა