თეგებით ძიება

გაუგებარია, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, მის დისკრედიტაციას - ნინო ლომჯარია კობახიძეს პასუხობს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის პერსონაზე თავდასხმები მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება.

ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი, მით უმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის.

"ჩემთვის არის ძალიან გაუგებარი და ცოტა არ იყოს აუხსნელი, რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ, ამ თავდასხმებით მისთვის დისკრედიტაციას. ისინი თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ უბრალოდ მათ ვეტყვოდი, რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება, მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ეგეთ თავდასხმებს, რადგან ეს მხოლოდ სახალხო დამცველს რეპუტაციას და რეიტინგს აძლიერებს“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული და რეიტინგი არ აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა