თეგებით ძიება

ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობაა - მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეთნიკური ნიშნით ადამიანებზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე და ქსენოფობია.

“როდესაც ადამიანს გამოყოფ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი: “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე” – ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა.

იმგვარი დამოკიდებულება, რაც ცივილიზებულ სამყაროში არავის უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწროპოლიტიკური ინტერესი – ერთი: “ნაციონალური მოძრაობის”; მეორე: ომში ჩართვის სურვილი და აღვივებენ ამ კამპანიით ისეთ განწყობებს, რომელიც შემდეგ რაღაცა უბედურებამდე მიგვიყვანს; მესამე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით ერთვება მასში.

სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, წარმოიდგინეთ, და საიდან მოიტანა სიტყვა “სიყვარული”, ვერ გავიგე ნამდვილად. სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ, აქედან მოვიდა, ვინ სთხოვა სიყვარულის დადასტურება, ვინ სთხოვა რა სიგიჟეა საერთოდ? საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება და მათზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი”, – განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა