თეგებით ძიება

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი
მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება და დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა თქვენი დღის გეგმებს შეცვლის. სამსახურში საინტერესო დღე გექნებათ. ახალი რომანის დასაწყებად არც ისე შესაფერისი დროა.

კურო
საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახურ შეკრებაზე ბევრ ნაცნობს შეხვდებით. სოციალურ ფრონტზე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდება. ურთიერთობაში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.

ტყუპები
სამსახურში საკუთარ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებთ და წარმატებას მიაღწევთ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. ინვესტიციის ჩადებისგან თავი შეიკავეთ. ახალი ჰობი განტვირთვის კარგი საშუალებაა. საყვარელი ადამიანი თქვენს გამო ყველაფერს გააკეთებს.

კირჩხიბი
ოჯახის წევრები მუდამ მხარს დაგიჭერენ და დადებითი ენერგიით აგავსებენ. ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დროა. სოციალურ ფრონტზე დიდ წარმატებას მიაღწევთ. სამსახურში ყველაფერი აირევა და მოგიწევთ გეგმების შეცვლა. საყვარელი ადამიანის გვერდით სასიამოვნო დროს გაატარებთ.

ლომი
ახალი წამოწყება დიდ სარგებელს მოგიტანთ. ოჯახის წევრებთან დროის გატარება შესაძლოა გაგიჭირდეთ. მოგზაურობა იმაზე საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ. ვარჯიში სასურველ შედეგს მოგიტანთ. არ თქვათ უარი თქვენს მიზნებზე და დაიწყეთ განვითარება.

ქალწული
ახალი შემოსავლის დახმარებით ფინანსურ კრიზისს წარსულში დატოვებთ. იღბლიანი დღე გაქვთ და ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოიყენეთ. ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს და კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება.

სასწორი
თქვენი ყველა ოცნება ნელ-ნელა განხორციელდება. ოჯახური კონფლიქთი მალე მოგვარდება და ჰარმონია დაისადგურებს. უმჯობესია ხარჯები შეამციროთ და დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. საღამოს რომანტიკული ვახშამი გელით, ასე რომ ისიამოვნეთ საღაამოთი.


მორიელი
დასვენება და განტვირთვა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, ასე რომ აიღეთ შვებულება და წადით სამოგზაუროდ. ქონებრივი დავის მოსაგვარებლად შესაფერისი დრო არ არის. საინტერესო დღე გაქვთ და სამსახურსი ახალ გამოცდილებას მიიღებთ. რომანტიკული ურთიერთობა გამორიცხული არ არის დასრულდეს.

მშვილდოსანი
ოჯახის წევრის მხრიდან ზეწოლა თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. ახალი ინვესტიცია ფინანსურად კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მნიშვნელოვანი ადამიანის დახმარებით საინტერესო სამსახურს დაიწყებთ. მეგობარი საოცარ სიურპრიზს მოგიწყობთ.

თხის რქა
სამახურში რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავლის პოვნა მოგიწევთ. მემკვიდრეობით შესაძლოა უძრავი ქონება მიიღოთ. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჯანსაღი ცხოვრება დაიწყეთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც თქვენს მთელ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

მერწყული
ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატრებთ. მოგზაურობის გეგმები შესაძლოა მოულოდნელი გარემოების გამო გადადოთ. ახალი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. დღეს შესაძლოა საინტერესო გარიგება გააფორმოთ, რაც კარ შემოსავალს მოგიტანთ.

თევზები
სამსახურში დატვირთული სამუშაო დღე გექნებათ, რის გამოც შესაძლოა საღამოს გეგმები შეცვალოთ. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები თავს შეგახსენებთ. მეგობრის რჩევით პირად პრობლემას მარტივად გადაჭრით. ფიტნესი და ჯანსაღი კვება სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა