არ გვწამს, რომ „ოცნებას“ რეალურად სურს, საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდეს – ანდრიუს კუბილიუსი
ლიეტუველი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნებას“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება რეალურად სურს. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ისაუბრა.
„სამწუხაროდ, მმართველი პარტია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ჩვენ არ გვწამს, რომ მათ რეალურად სურთმ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა, რომ მათ რეალურად სურთ, შეასრულონ მოცემული კრიტერიუმები, რომელიც ნათელი ენით იყო გახმიანებული ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მიერ. ისე ჩანს, რომ ეს წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკაა, რათა ყველა შესაძლებლობა დაინგრეს საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი და იმოძრაოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ.
ამის უკან რა მიზეზი დგას – ეს გახლავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელმაც აღნიშნული პარტია[ქართული ოცნება] შექმნა და უზარმაზარ გავლენას ახორციელებს მმართველ პარტიასა და მთავრობაზე, თუ ეს არის უფრო ფართო ფენომენი? მე ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ანდრიუს კუბილისიუსის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილიც იმას აჩვენებს, თუ რამხელა ოლიგარქიული გავლენა აქვს მას პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტიაზე.
„პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა და იმის ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ოლიგარქი, ანახებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე. როდესაც ევროპული საბჭო და კომისია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს საქართველოში, იგი, რა თქმა უნდა, საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენაზე“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.