თეგებით ძიება

ატენის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას აპროტესტებს

გორში, სოფელ ატენის მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე 20 დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, მიზეზად კი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებენ, რომელიც სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად ჩატარდა.

"აუტანელი, გაუსაძლისი მდგომარეობაა. გვეუბნებიან, წყალი ეკონომიურად იხმარეთო, მაგრამ 20 დღეა, წყალი არ მოსულა. როგორ უნდა ვიხმაროთ ეკონომიურად? სოფელი იხვეწება, კვირაში ერთი საათი იყოს წყალი. სადაც დავრეკეთ, ყველა გვეუბნება, თქვენი პრობლემააო. ეს როგორააა ჩვენი პრობლემა?

თუ გამრიცხველიანობა არ იქნება პირველ სექტემბრამდე, 33 კაცი ვსხდებით გორის მერიის წინ საშიმშილოდ", - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა