თეგებით ძიება

„სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიში“ სააკაშვილი მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილს სიცხე აქვს.

ალასანიამ აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ანთება აქვს და ალბათ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

„ისეთი მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ სიცხე აქვს. რაღაც ანთებითი პროცესია და ალბათ, დამატებით გამოკვლევებს გაუკეთებენ ამასთან დაკავშირებით.

გამხდარია, წონაში იკლებს. როცა მივედი, მაშინაც იწვა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ადგა და გადმოვიდა სავარძელზე.

ერთადერთი ჩვენი საუბრის თემა იყო ექიმები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ, როდის ჩამოვლენ, - ყველაზე აქტუალური ახლა ეს არის ჩვენთვის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა