თეგებით ძიება

სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებულად არ მიაჩნია.

„მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. პოლიტიკური პროცესები განსხვავებულ შეფასებებს მოითხოვს. ვხედავ რა პრეტენზიებიც აქვთ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ დროს კარგად გვესმის, როგორც პრეზიდენტმა რა სარგებელი მოუტანა საქართველოს. ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა. თუ არ გინდათ, რომ ის უკრაინას გადმოსცეთ, მაშინ გადაეცით მესამე ქვეყანას, მაგალითად ნიდერლანდებს ან რომელიმე სხვა ევროპულ სახელმწიფოს. ეს იქნება ჰუმანური დამოკიდებულება როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ისტორიის მიმართ, რადგან ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. საქართველო ახლა თავის ისტორიას წერს და მომავალში ყველა ეს მიმდინარე პროცესი ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს გაანთავისუფლებს ეს იქნება სწორი ნაბიჯი და ამით საკუთარ ისტორიულ როლსაც შეასრულებს“, – ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა