შინდისის გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი თღარიბაშვილი შინდისის გმირებს იხსენებს და მათ თავდადებაზე საუბრობს.
"14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან.
დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.
სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან", - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისში 17 ქართველი გმირულად დაიღუპა.