12 აგვისტოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ - ასტროლოგის გაფრთხილება!
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ აგვისტოს თვეში დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ასტროლოგი გვირჩევს, განსაკუთრებული ყურადღება 12 აგვისტოს მივაქციოთ. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.
"დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ძაბავს ურთიერთობებს, ჯანმრთელობის პრობლემებს. მზისა და სატურნის დაპირისპირება ხდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოების ღერძზე. სატურნი არის ბორკილი, შეკუმშვა, მუხრუჭი პლანეტა, ამიტომ ყველაფერი მუხრუჭდება - იდეები, ურთიერთობები. 10-15 აგვისტო რაც შეიძლება ფრთხილად გავიაროთ. მივხედოთ ჯანმრთელობას, არანაირი ნერვიულობა და სიმძიმეების ტარება.
ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება 12 აგვისტოს მიაქციეთ. სავსემთვარეობაა და ამ დროს ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია მოდის დედამიწაზე და ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან. ხდებიან კონფლიქტურები, აგრესიულები", - აცხადებს ცაგარელი.