თეგებით ძიება
11. 08. 2022 ბიზნესი

ქართულ-ჯიგრულ “პონტში”, თუ დაუდევრობა - რა მოხდა “სამსუნგ საქართველოს” გათამაშებაზე

სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, 10 აგვისტოს თავისი მორიგი დასაკეცი ტელეფონები წარადგინა. კომპანიას საქართველოშიც ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც სოციალურ ქსელებში (Facebook, Youtube და Instagram) აქტიურად აანონსებდა პირდაპირი ტრანსლაციისას გათამაშების შესახებ.

ქართულ-ჯიგრულ “პონტში”, თუ დაუდევრობა - რა მოხდა “სამსუნგ საქართველოს” გათამაშებაზე


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო კონკურსანტს შეესრულებინა შემდეგი პირობები (რომელიც თავად სამსუნგ საქართველომ განსაზღვრა):

- იყოს Samsung Georgia-ს Youtube არხის გამომწერი
- მოიწონოს/დაალაიქოს Youtube ლაივი
- ლაივის მსვლელობისას, live chat-ში, Samsung Georgias-ს მიერ დაპინულ კითხვაზე, უპასუხოს სწორად, პასუხთან ერთად მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო მეილი და მოხვდეს პირველ სამ სწორ კომენტარში
- 1 კომენტარი უდრის 1 შანსს.
- გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია
ყველა პირობის შესრულება.

თუმცა პრეზენტაციის მსვლელობისას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, იმ მომხმარებლების კომენტარებს, ვინც თავის საკონტაქტო მეილსაც უთითებდა, სხვა მომხმარებლები ვერ ხედავდნენ. ამის შესახებ თავად ლაივ სტრიმის დროსაც დააფიქსირეს მომხმარებლებმა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის წარმომადგენლები თავად მოუწოდებდნენ პასუხების გაცემისასაც, რომ აუცილებლად მიეთითებინათ თავიანთი მეილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ ჩაეთვლებოდათ.



პირდაპირი ტრანსლაციის დასრულებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, კომპანიამ გამოაქვეყნა გათამაშების შედეგები და გამარჯვებულად ის პირები დაასახელა, ვინც სწორ პასუხთან ერთად მეილი არ მიუთითა. თავისთავად მეილიანი პასუხები არც ჩანს იხ: ვიდეო



ამ ფაქტმა კონკურსის კეთილსინდისიერი მონაწილეები გააღიზიანა და "სამსუნგისგან" პასუხს ვიდეოს კომენტარებსა და ინსტაგრამის შეტყობინებებში ითხოვენ, თუმცა კომპანია განმარტებით განცხადებას არ აკეთებს.

ის კონკურსანტები, ვინც TIA.ge-ს დაუკავშირდნენ, აპირებენ, რომ SAMSUNG-ს ოფიციალური წერილით მიმართონ, რათა პასუხი განმარტება მოსთხოვონ საქართველოს წარმომადგენლობას, რამეთუ ამ ტიპის გათამაშება ჩრდილს აყენებს მსოფლიო ბრენდის სახელს.


მათი ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიამ სპეციალურად დააწერინა ყველას მეილი, რადგან იცოდნენ, რომ youtube ჩათში მეილის დაწერა არ მოხდებოდა და მათ, ვისაც წინასწარ განსაზღვრულად უნდა მოეგო, მეილი არ დაუწერიათ. მეორე ნაწილი კი საქართველოს წამომადგენლობის უცოდინრობას აბრალებს და ამბობენ, რომ მეილი თუ არ იწერებოდა, არ იცოდნენ და გათამაშება უნდა განულებულიყო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კომპანიის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუვრცელებიათ.

TIA.GE კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვთ მითითებული. მათთვის მხოლოდ ინსტაგრამზე წერილობითი კომუნიკაცია არის შესაძლებელი, თუმცა შეტყობინებებს არ პასუხობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა